საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩში ფრედ 2:2 ითამაშა

11 სექ 2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის შეკრების ფარგლებში ჩეხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ჩვენი ნაკრების მხრიდან ერთი ბურთი გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ, გაიტანა, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ჩაჭრა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი საკონტროლო მატჩი რამდენიმე დღის წინ გაიმართა და იმ შეხვედრაში ჩეხებმა 2:3 იმარჯვეს. 

ცნობისთვის, ჩეხეთის  ნაკრების  წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების დასკვნითი ეტაპი იყო.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 14 ოქტომბერს კოსოვოს შინ უმასპინძლებს, ხოლო 20 ოქტომბერს იტალიას სტუმრად დაუპირისპირდება.