11 სექ 2026
ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელი ჰუსიტების დაჯგუფებამ თავის კონტროლქვეშ მოაქცია იემენის საპორტო ქალაქი მოხა და წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულებისკენ წაიწია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დასრულება აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ივარაუდა.
იემენის მთავრობის სამხედრო წყაროების თანახმად, ჰუსიტებმა გააძლიერეს პოზიციები ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან — წითელი ზღვის სამხრეთ გასასვლელთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო სავაჭრო გზაა — და ჰანიშის კუნძულებამდე მიაღწიეს. თუ ჰუსიტები კონტროლს დაამყარებენ ამ საზღვაო გზაზე ეს მათ მხარდამჭერ ირანს კრიტიკულ უპირატესობას მიანიჭებს აშშ-თან ომში.
შედეგად, შეიზღუდება მომარაგება მეორე მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის გავლით და ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზრდება.