შეხვედრა სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებთან

11 სექ 2026

სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების პროცესში ხარჯთაღრიცხვის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო მთავარი საკითხები, რაზეც შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხაზი გაუსვა ხარჯთაღმრიცხველის პროფესიის მნიშვნელობას სამშენებლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სწორად მომზადებული ხარჯთაღრიცხვა პროექტის რეალისტური ღირებულების განსაზღვრის, სახელმწიფო რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და მშენებლობის პროცესში შესაძლო ფინანსური და ტექნიკური რისკების შემცირების ერთ-ერთი  წინაპირობაა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა.

უწყების ინფორმაციით, ხარჯთაღმრიცხველებმა მინისტრს გაუზიარეს პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და მოსაზრებები იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესებას.