უცხოეთში მცხოვრები ქართველი დიასპორელების მიღება პარლამენტში

11 სექ 2026

უცხოეთში მცხოვრები ქართველი დიასპორელების მიღება პარლამენტში. წარმატებულ დიასპორელებს სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების მიზანია უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავება, მათი საქმიანობის წარმოჩენა და საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება.