დაპირისპირება ოპოზიციაში - პოლიტიკური შეფასებები

11 სექ 2026

ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები და შიდადაპირისპირება  გრძელდება. ნიკა გვარამია ანა წითლიძეს ნულოვან პოლიტიკოს უწოდებს და მასთან დებატებზე უარს ამბობს.  ასევე ნაციონალურ მოძრობას  იაგო ხვიჩიასთან გარიგებაში ამხელს.  ანა წითლიძემ ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში პოსტით უპასუხა.    

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კითხვას სვამს რა როლი აქვს გვარამიას „ნაციონალურ მოძრაობაში და აინტერესებს სააკაშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის რეალური მიზეზები.

დაპირისპირება შეფასებების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.  საპარლამენტო ოპოზიცია მხარეებს კორუმპირებულ ოპოზიციას უწოდებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ყოფილი თანაგუნდელების ერთმანეთთან ბრძოლით კიდევ ერთხელ დასტურდება მათი უფუნქციო როლი პოლიტიკურ ასპარეზზე.