შალვა პაპუაშვილი – „დარწმუნებული ვართ, შევძლებთ, საკონსტიტუციო სასამართლო არგუმენტების სისწორეში დავარწმუნოთ“

11 სექ 2026

როდის დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის განხილვა ვადები ჯერ უცნობია.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს საამისოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვიანი ვადა აქვს, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს რომ სარჩელში დასახელებული ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურები არიან და უნდა აიკრძალონ.