11 სექ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი იკითხება. ის დაცვის მხარის მოწმეა და მისი დღევანდელი ჩვენება იქნება პირველი, ვინაიდან სწორედ, გამოკითხვაზე დაბარებული დააკავეს ლილუაშვილი.
სუს-ის ყოფილი უფროსის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდების არც ერთ ეპიზოდზე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ამიტომ ადვოკატისვე ინფორმაციით ყოფილი მაღალჩინოსანი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ მოითხოვს.
სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.