უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურა რუსეთის სისტემატური დარტყმების ქვეშაა - გაერო

11 სექ 2026

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ალექსანდრე დე კროო, რომელიც კიევში იმყოფება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობს.  მოსკოვი ბალისტიკურ რაკეტებსა და რეაქტიულ დრონებს უშენს საწყობებს, სურსათის მომწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს.

საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის გამო, კიევს უჭირს ამ თავდასხმების მოგერიება - აცხადებს ის და აღნიშნავს, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი 600-მდე მილიარდ დოლარს შეადგენს. 

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არასდროს შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურ სამიზნედ, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და კანონის უზენაესობის პრინციპებს. მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ ვგმობთ ამ ქმედებებს. აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს“ — განაცხადა  დე კროომ. რუსეთი უარყოფს სამოქალაქო ობიექტების განზრახ დაბომბვას.