11 სექტემბრის ტერაქტებიდან 25 წელი გავიდა

11 სექ 2026

ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აშშ-ის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმიდან 25 წელი გავიდა.

მანჰეტენზე, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბრჯენები იდგა, დრონების განათებით „ტყუპი კოშკების“ ფორმა გაიმეორეს.  

2001 წლის 11 სექტემბერს, როდესაც გატაცებული 4 თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს და პენტაგონის შენობას დაეჯახა და პენსილვანიის ერთ-ერთ მინდორში ჩამოვარდა,  3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.