საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავა

11 სექ 2026

ქრთამის აღების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ საქმეზე სამი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თელავის მერიის თანამშრომელმა მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ მოქალაქეს  500 ლარი უკანონოდ გამოართვა.

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულებს შორისაა „სურსათის ეროვნული სააგენტოს“  ზოოვეტერინარიც

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა მომხმარებელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში თანხის სანაცვლოს ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გადასცა.

ასევე, დაკავებულია ექიმი კახეთში, რომელსაც გამოძიება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას ედავება.  მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.