11 სექ 2026
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძე და თბილისის საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი შეხვდნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, არაფორმალურ გარემოში გამართული შეხვედრისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის, პიროვნული განვითარებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.