11 სექ 2026
სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლები სოფელ სართიჭალაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე სარწყავი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, წყლის მიწოდების საკითხები და წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ისაუბრეს თანამედროვე სარწყავი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე.