11 სექ 2026
ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა.
ღონისძიების მონაწილეებს სამსახურის ხელმძღვანელმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში განხორციელებული რეფორმის ძირითადი მიღწევები და სამსახურის საქმიანობის ათწლიანი შედეგები წარუდგინა.
გარდა ამისა, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდნენ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს წევრები, ასევე, სამსახურის თანამშრომლები, სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ ანგარიშგებისა და აუდიტის მთარგმნელობითი სარედაქციო კომიტეტების წევრებს.