11 სექ 2026
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვა-ტარების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ბათუმში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა.
დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.
დაკავებულს 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.