აჭარაში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11 სექ 2026

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული   საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც მას ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხინა

ბრალდებულმა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ  დაეუფლა  დაზარალებულის  კუთვნილ დიდი ოდენობით - ჯამში 16 300 ლარამდე თანხას.  

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.