ქალთა შორის 2026 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალისტები ცნობილია

11 სექ 2026

ქალთა შორის 2026 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი არინა საბალენკა და მეორე ნომერი ელენა რიბაკინა დაუპირისპირდებიან.

ბელარუსის წარმომადგენელმა ნახევარფინალში ამერიკელი ჯესიკა პეგულა ორ სეტში — 7:5, 6:2 დაამარცხა, რიბაკინამ კი ასევე ამერიკელ კოკო გაუფს სამ სეტში — 3:6, 6:4, 6:4 სძლია. საბალენკასა და რიბაკინასთვის ეს კარიერაში მე-18 დაპირისპირება იქნება.

აქამდე გამართული 17 შეხვედრიდან 10-ში გამარჯვება საბალენკამ იზეიმა, 7-ში კი — რიბაკინამ. აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ფინალი 13 სექტემბერს გაიმართება.