საქართველო პეკინის საგამოფენო სივრცეში

10 სექ 2026

პეკინის საგამოფენო სივრცეში წელს საქართველო განსაკუთრებით შესამჩნევია. მომსახურებით ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის მონაწილეებს შორის საქართველოცაა და ეს ქვეყნისთვის პირველი მონაწილეობაა ეროვნული პავილიონით.

რა შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველო ბიზნესს, ინვესტორებსა და ტურისტებს და რა ქართული პროდუქციის ნახვა შეიძლება უკვე ჩინეთის ბაზარზე - საქართველოს სტენდთან ჩინელი და საერთაშორისო ვიზიტორები ქვეყნის შესახებ ინფორმაციას იღებენ.