10 სექ 2026
დაბა ქედაში კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტი კულტურის ცენტრის შიდა და გარე სრულ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
საკონცერტო დარბაზი გათვლილი იქნება 276 მაყურებელზე. შენობა მრავალფუნქციურია - განთავსდება საბიბლიოთეკო განყოფილება, სახელოვნებო სკოლა და კულტურის ცენტრი. კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 4 650 000 ლარია გამოყოფილი.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2025 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას ქედის მუნიციპალიტეტის მერი თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.