10 სექ 2026
თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიცია ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრებს აერთიანებს და მათი შემოქმედებითი გზის დასაწყისს წარმოაჩენს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა CAS TALKS-ის შეხვედრაც — „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. საუბარი პროფესიული განვითარების პირველ ეტაპებს , შემოქმედებით გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებასა და თანამედროვე ხელოვნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს შეეხო.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალი თაობის წარმოჩენაა.