10 სექ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და სხვადასხვა ფორმატებში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი და შავი ზღვის კარიბჭე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანთან ურთიერთობების განმტკიცებას.
აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ შეხვედრას მთავრობის წევრები და ქალაქ ბათუმის მერი ესწრებოდნენ.