სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ - ირაკლი კობახიძე

10 სექ 2026

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  მსგავს მგრძნობიარე თემებზე კამპანიების აგორება დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე მეტყველებს.

მისივე თქმით, იყო უამრავი პრობლემა, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით და ამ პრობლემებს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით.