10 სექ 2026
ადამიანის ევოლუცია, პალეოანთროპოლოგია, არქეოლოგია, პალეონტოლოგია, ადრეული ადამიანის ქცევა და გარემო ,ეს ის ძირითადი თემებია, რომლებსაც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე განიხილავენ. კონფერენციას სახელად „Homo erectus-ის 100+35 წელი: დმანისი და მის მიღმა“ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში 15-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი მკვლევარი და ექსპერტი მონაწილეობს.
მონაწილეები ერთმანეთს პრეისტორიის დარგში მიმდინარე უახლესი ინტერდისციპლინური კვლევის შედეგებს გაუზიარებენ.
ღონისძიების დასკვნითი სესია საქართველოს დაეთმობა, როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყნის, როლსა და მნიშვნელობას გლობალურ პროცესებში, ასევე ბიო-კულტურული პროცესების შესწავლისა და კლიმატური ცვლილებების კვლევის პერსპექტივებს.
კონფერენცია Homo erectus-ის აღმოჩენის 135-ე, დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების 35-ე წლისთავს, ასევე ადამიანის ევოლუციის კვლევის მნიშვნელობას ეძღვნება.