რუსეთი და უკრაინა დრონებით თავდასხმებს განაგრძობენ

10 სექ 2026

3 ადამიანი დაშავდა კიევზე თავდასხმის შედეგად. რუსული დრონები  ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

კიევის მერის განცხადებით ხანძარი სწრაფად ჩააქრეს, დაზიანდა ერთი ავტომობილი.  თავის მხრივ უკრაინამ  საზღვაო დრონებით თავდასხმა განახორციელა რუსეთის ქალაქ სოჭის სანაპიროზე. შედეგად დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სოჭის სანაპირო ინფრასტრუქტურა და მიმდებარე ტერიტორია ნაწილობრივ დაზიანდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს იქ ოფიციალური რეზიდენცია აქვს. 

უკრაინა დრონების გამოყენებით თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს რუსეთზე, მათ შორის ქვეყნის სიღრმეშიც, რათა გაანადგუროს მისი ენერგეტიკული, საექსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება უკრაინული  საზღვაო დრონებით  თავდასხმებს ის არც ისე  ხშირია.