10 სექ 2026
პრემიერის ვიზიტს შეფასებები მოჰყვა საქართველოში. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პარიზში კოსმოსის სამიტზე ირაკლი კობახიძის ვიზიტი არც კოსმოსს წაადგება და ვერც დასავლურ პოლიტიკაზე იქონიებს გავლენას.
გახარიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროპაში ყველამ იცის, რომ ირაკლი კობახიძე რეალური მმართველი არ არის.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ ფიქრობენ, რომ პრემიერის ვიზიტი და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები საქართველოსთვის შესაძლებლობაა გლობალურ გამოწვევებზე საკუთარი პოზიციები გააჟღეროს.