საქართველოსა და სლოვაკეთის სპორტის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

10 სექ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ სლოვაკეთის  ტურიზმისა და სპორტის მინისტრ რუდოლფ ჰულიაკს უმასპინძლა.

მხარეებმა შეხვედრისას თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სპორტის სფეროს უწყებათა შორის ორმხრივ თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას მოიცავს.

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ მხარეებმა საქართველოს სპორტის მინისტრის სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრეს.