ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, უცნაურია - ირაკლი კობახიძე

10 სექ 2026

ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს უცნაურია, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის, აშშ-სთან.

„ძალიან უცნაურია ასეთი ინიციატივები. ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაზე, მათ შორის, აშშ-სთან. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგებაზე უნდა იყოს მიმართული მათი მთელი ყურადღება, თუმცა, მათი ყურადღება არის გადატანილი პირიქით, კონფლიქტების გაღვივებისკენ და არა კონფლიქტების დარეგულირებისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერმა.