10 სექ 2026
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს. „სლოვანთან“ მატჩის წინ, „პარკ დე პრენსზე“, ქართველი ფეხბურთელი ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ დააჯილდოვა.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელია ვინისიუს ჟუნიორთან ერთად ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოები აქვს მოგებული.
რაც შეეხება „სლოვანთან“ მატჩს, კვარაცხელიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია — ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების კაპიტანი დაასვენა. პარიზელებმა კი მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხეს.