10 სექ 2026
ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ მოქმედ ჩემპიონ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბათუმელებმა ანგარიში 62-ე წუთზე გახსნეს.
იმრანის გადაცემით მაურიდესმა გაიტანა. 86-ე წუთზე კი იმრანმა საგოლე გადაცემების დუბლი გაიფორმა — მისი გადაცემით ამჯერად თორნიკე კირკიტაძემ ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა. ამ გამარჯვებით „დინამო ბათუმმა“ 43 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს „რუსთავთან“ ერთად ლიდერობს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 სექტემბერს, სტუმრად, გორის „დილას“ წინააღმდეგ გამართავს.