10 სექ 2026
ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსის “ოპერის ოქროს ხმის“ ფინალისტები დღეს საღმოს გამოვლინდებიან. კონკურსის მეორე ტურში 80 მონაწილიდან 36 გადავიდა. გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური 12 სექტემბერს გალა კონცერტზე დაასახელებს.
კონკურსი შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის - “ბათუმური რაფსოდიას“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ასევე მოიცავს მასტერკლასებს. დღეს 20 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში ღია მასტერკლასს ჯანლუკა ტერანოვა და ლუკა პისარონი ჩაატარებენ, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმური რაფსოდია“ წელს მეხუთედ ტარდება. იგი 6 სექტემბერს დაიწყო და 12 სექტემბერს გალა კონცერტით დასრულდება.