სუმზე რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა

10 სექ 2026

სამი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა უკრაინის ქალაქ სუმის სავაჭრო-გასართობ ცენტრზე რუსული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

დაშავებულთაგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას  რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ გრიჰოროვი ავრცელებს. სუმი და მისი შემოგარენი რუსეთის მოსაზღვრე რეგიონია, რომელიც დიდი ხანია ინტენსიური თავდასხმების სამიზნეა.

მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნა სურს.