10 სექ 2026
კახეთში რთველი დაიწყო. რეგიონში ამ დროისთვის 2 ტონა ნახევარზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. რთველი კახეთის მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად მიმდინარეობს. წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს.
ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობებით ჩაიბარებს. რთველის საკოორდინაციო შტაბი გურჯაანში 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.