10 სექ 2026
კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს „ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები ჰყავს“. ერთ-ერთი მათგანი კი რუსეთია.
ევროკომისარმა ჩინეთის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი „განსხვავებული შემთხვევაა“, რომელიც ისეთ დეზინფორმაციულ კამპანიებში არ არის ჩართული, როგორსაც რუსეთი კანდიდატ ქვეყნებში აწარმოებს.
ევროკომისრის ამ განცხადებას ოფიციალურ თბილისში აფასებენ.
„არაჯანსაღი დამოკიდებულება კანდიდატი ქვეყნების მიმართ“ - ასე აფასებენ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებას.
მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები არასწორ პოლიტიკას ატარებენ იმ ქვეყნების მიმართ, რომელთაც სურთ, განავითარონ დემოკრატია და სუვერენიტეტი.