10 სექ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. სამიტი საფრანგეთისა და გერმანიის თანათავმჯდომარეობით იმართება.
შეხვედრის მთავარი თემებია კოსმოსის მიმართულებით მეცნიერება და კვლევა, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. დღეს ფორუმზე დელეტაგებს - 100-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელს, ემანუელ მაკრონი სიტყვით მიმართავს, დაგეგმილია ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლაც.
არსებული გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამო, ქვეყანა ევროპისთვის რეგიონში საკვანძო პარტნიორად მიიჩნევა, რაც სამიტზე მიწვევის მთავარ მიზეზად სახელდება. ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამიტის მონაწილე ლიდერებს შორის იმყოფება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრო, რომელიც ემანუელ მაკრონმა სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.