ღონისძიება  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში 

09 სექ 2026

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ და სტარტაპის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.