09 სექ 2026
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი მათე ხატიაშვილი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. 17 წლის კალათბურთელი ლოს-ანჯელესის SoCal Academy-ს შეუერთდა, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეებს ამერიკის კოლეჯების ლიგისთვის — NCAA-სთვის ამზადებენ.
ხატიაშვილი აქამდე ესპანურ “ბასკონიაში” ირიცხებოდა და გასულ სეზონში ძირითად გუნდში 2 მატჩიც ითამაშა. ცნობისთვის, მათე ხატიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.