09 სექ 2026
ქართველი რეჟისორი ვარლამ ნიკოლაძე რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმელი მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით წარსდგება. „ა-ს დღიურები“ ასე ჰქვია მონო სპექტაკლს, სადაც მთავარ როლს ზურა შილაგაძე ასრულებს.
საპრემიერო ჩვენება მცირე სცენაზე 17,18 და 19 სექტემბერს გაიმართება. როგორც რეჟისორი გვიყვება პიესა ორი ავტორის გოგოლის და ტოლსტოის ნაწარმოებების და საკუთარი სცენარის ინტერპრეტაციაა, პიესის მთავარი იდეა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის წინააღმდეგობა, შეურიგებლობაა.
სპექტაკლი კულტურის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ახალი ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში მომზადდა, პიესის ავტორებმა შესაბამის კონკურსში გაიმარჯვეს.