09 სექ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს 19 წლამდე მოკრივეთა ნაკრებს, სერბეთის ქალაქ ლოზნიცაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა.
ჩემპიონობა შალვა ბერიძემ (50 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი აკაკი ბასარია (70 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი დავით მხეცაძემ (80 კგ) მოიპოვა.