09 სექ 2026
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩეხეთთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
ჩვენი ნაკრების მხრიდან გოლები ლევან სვანიძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან გატანილი გოლებით თავი კუნსტნერისმა, ბიშკომ და დროზდმა გამოიჩინეს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ჩეხეთის ნაკრებს მეორედ 10 სექტემბერს დაუპირისპირდება — მატჩი კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და 19:00 საათზე დაიწყება.