09 სექ 2026
ტექნიკური პრობლემის გამო, მეორე დღეა, დიდ ბრიტანეთში ავიამიმოსვლა შეფერხებულია. გუშინ დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში დაახლოებით 1 300 რეისი გაუქმდა, ხოლო დღეს დილით „ჰითროუსა“ და „გეთვიკში“ კიდევ 279 რეისის გაუქმება დაფიქსირდა.
მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში გამგზავრებამდე საკუთარ ავიაკომპანიასთან გადაამოწმონ რეისის სტატუსი და აეროპორტისკენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემართონ, თუ ფრენის შესრულება დადასტურებულია.
საჰაერო მოძრაობის მართვის ბრიტანული კომპანიის, NATS-ის ხელმძღვანელის განცხადებით, შეფერხება კომპანიის ფრენების მონაცემების დამუშავების სისტემაში წარმოქმნილმა პრობლემამ გამოიწვია.