09 სექ 2026
ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ბრიტანეთის საკონსულოს აცნობა, რომ ის უნდა დაიხუროს და იქ მივლენილი დიპლომატები 30 დღის განმავლობაში აკრედიტაციას დაკარგავენ.
ისრაელში, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ღაზის საკოორდინაციო მისიაში დანიშნულმა ბრიტანელმა წარმომადგენლებმა, ისევე როგორც რამალაში განლაგებულმა ბრიტანელმა დიპლომატებმა, ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთმა უნდა დახუროს თავისი საკონსულო აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელიც პალესტინის ხელისუფლებასთან არის აკრედიტებული, რაც ბრიტანეთის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებისთვის სანქციების დაწესების საპასუხო ნაბიჯია.
ამასთან, მედია წერს, რომ დიდი ბრიტანეთის შემდეგ, საფრანგეთმა და კანადამაც განაცხადეს, რომ დასახლებებიდან საქონლის იმპორტს აკრძალავენ.