ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია ეროვნული ბანკის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის საკითხზე განმარტებებს ითხოვს

09 სექ 2026

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი და ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია ეროვნული ბანკის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის საკითხზე განმარტებებს ითხოვს.

მისი განცხადებით, კომპანია „ნექსთმა“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით განახორციელა, რის შედეგადაც შენობამ ავთენტური იერსახე დაკარგა და ბათუმის ისტორიულ გარემოს ზიანი მიადგა.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა  წევრმა დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილით მიმართა აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით.

დარჩია ასევე  მერიისგან ითხოვს გაასაჯაროოს პროექტთან დაკავშირებული ნებართვები და განხილვის ოქმები, ამასთან აქვს ინიციატივა,  საკრებულოში შეიქმნას საკითხის შემსწავლელი კომისია, პარალელურად კი მოიწვიოს მერთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა, სადაც პასუხისმგებელი პირებისგან  აღნიშნულ საკითხზე განმარტებებს მოისმენს.