გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესია

09 სექ 2026

2026 წლის 8 სექტემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ყოველწლიური ანგარიშის ზეპირ მოხსენებასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა გააკეთეს განცხადებები.

ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მათ შორის,საქართველოსთან მიმართებით.

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, რევაზ ლომინაძემ გააკეთა განცხადება, რომელშიც ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რაც დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით.