ნინო წილოსანი – გაერო-ში საქართველოს სახელი არასწორი ფორმით იყო ნახსენები, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატებს საქართველოს მიმართ ნეგატიურ ჭრილში ინტერესი არ დაუკარგავთ

09 სექ 2026

მსოფლიოში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებია, რეგიონში კი ომი მიმდინარეობს. ამ დროს გაეროში ევროკავშირის ელჩმა მოიცალა, რომ საქართველოზე ტყუილები ისაუბროს და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ცრუ განგაში ატეხოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა კომენტარი გააკეთა გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „მოუწოდებენ საქართველოს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო დროს მიღებულ კანონმდებლობას“.

განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ „ევროკავშირი გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა დაკავებას“.