დღემდე ბრიუსელის არც ერთ წარმომადგენელს, არც ევროკავშირის ელჩს და არც რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს საჯაროდ არ დაუგმია 4 ოქტომბრის ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე - შალვა პაპუაშვილი

09 სექ 2026

„დღემდე ბრიუსელის არც ერთ წარმომადგენელს, არც ევროკავშირის ელჩს და არც რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს საჯაროდ არ დაუგმია 4 ოქტომბრის ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ფაქტი, როდესაც ბრიუსელის პრესსპიკერმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა 4 ოქტომბერს, წინასწარ გაცხადებულ, დამხობის მიზნით გამართულ შეკრებას.