შალვა პაპუაშვილის განცხადება

09 სექ 2026

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, აქციების დროს დაკავებულთა სასჯელებსა და პატიმრობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია: ყველა პირის მიმართ, ვინც საკუთარ დანაშაულს გაიაზრებს, გამოძიებასთან თუ სასამართლოსთან ითანამშრომლებს და აღიარებს, რომ ძალადობით საქართველოს წინააღმდეგ წასვლა დაუშვებელია, სახელმწიფო ჰუმანურ და ადეკვატურ დამოკიდებულებას გამოიჩენს.