მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა – „ვილიარეალი“ სტუმრად  „დორტმუნდთან“ დამარცხდა

09 სექ 2026

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალისთვის“ მარცხით დაიწყო. ესპანური კლუბი პირველ ტურში დორტმუნდში „ბორუსიას“ ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მან მატჩი სრულად ჩაატარა და 66-ე წუთზე საგოლე გადაცემაც მიითვალა. ქართველმა თავდამსხმელმა კუთხურიდან ზუსტად ჩააწოდა, მისი გადაცემა კი სანტიაგო მოურინიომ გოლად აქცია. 

მომდევნო ტურის მატჩს „ვილიარეალი“ 13 ოქტომბერს, შინ „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართავს. 

დღეს კი ჩემპიონთა ლიგაზე თავის პირველ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაატარებს. მოქმედი ჩემპიონი ბრატისლავისსლოვანს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.