09 სექ 2026
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი ყურადღება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დაეთმო.
შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა - „მივუსამძიმრე მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების გამო.
უკრაინა ძალიან აფასებს სამეფო ოჯახისა და ნორვეგიელი ხალხის მხრიდან გაწეულ ყველა მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვედრას გავმართავთ კომპანიებთან, რომლებიც ანტიბალისტიკური სისტემის განვითარებაზე მუშაობენ. მადლობას ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება", - განაცხადა ზელენსკიმ.