09 სექ 2026
ევროკომისიამ უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემებისთვის რაკეტების შესაძენად დამატებით 3 მილიარდ 200 მილიონი ევრო გამოუყო. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს თანხა უკრაინას საშუალებას მისცემს, რუსეთის თავდასხმებისგან საკუთარი ცა უკეთ დაიცვას.
გამოყოფილი თანხა ევროკავშირის 2026-2027 წლების ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც წელს უკრაინა ჯამში 28 მილიარდ ევროზე მეტს მიიღებს.
პარალელურად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა. უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრაზე მარკ რუტემ განაცხადა, რომ პარტნიორებმა რესურსები მაქსიმალურად უნდა მოიზიდონ.