აშშ-მ ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერისთვის 36 კომპანია დაასანქცირა

09 სექ 2026

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის რამდენიმე ნავთობის ტანკერს დაარტყეს. გემები ირანის ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან არიან დაკავშირებული. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე სარაკეტო თავდასხმების განხორციელება კიდევ ერთხელ სცადა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით, ირანი კვლავ ცდილობს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე თავდასხმას. მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამას გააკეთებს ან ამის მცდელობა ექნება, ის ტანკერებს დაკარგავს.

8 სექტემბერს აშშ-მა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერისთვის 36 კომპანია დაასანქცირა. კომპანიებს რეჟიმი იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის იყენებს.