09 სექ 2026
საზღვაო სფეროში არსებული თანამედროვე სტანდარტები, გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლება — ძირითადად, ამ საკითხებს დაეთმო ბათუმში გამართული მეზღვაურთა კონფერენცია.
სემინარი ბერძნული საზღვაო კომპანია ,,ocean gold tankers''-ის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრა რომელსაც კომპანიაში დასაქმებული ქართველი მეზღვუარები ესწრებოდნენ, დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
ბერძნული კომპანია წლებია საქართველოში ოპერირებს და ამ ეტაპზე სამასზე მეტი ქართველი მეზღვაურია დასაქმებული. სამომავლოდ იგეგმება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება.